დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №74
09.01.2008

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.02.2009, №180 დადგენილება

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

1.         სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს და პროგრამებზე დაშვების წინაპირობად მიუთითოს ის უცხო ენა ან ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუსული), რომელთა ჩაბარების უფლებასაც აძლევს მომავალ მაგისტრანტს.
2.         მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდის საკითხები შეიძლება განისაზღვროს დიფერენცირებულად ფაკულტეტებისა და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით.
3.         მაგისტრატურაში ინგლისური ენა  განისაზღვროს როგორც სავალდებულო საგანი 10 კრედიტის მოცულობით (სამაგისტრო ნაშრომისათვის განკუთვნილი კრედიტების ხარჯზე), ორი სემესტრის განმავლობაში
4.         დადგენილების მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მე-2 და მე-3 სემესტრის მაგისტრანტებზე.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი