ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
დადგენილება №76
25.02.2008

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, 36/2010 დადგენილებით

ბაკალავრიატის სტუდენტთა მიერ დამატებითი კრედიტების მოპოვების წესების მოწესრიგების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე
1. 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა განისაზღვროს 65 კრედიტით (სემესტრში არაუმეტეს 30-35 კრედიტის ფარგლებში).
2. 2005-2006 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც დაგროვილი აქვთ 150 კრედიტზე ნაკლები მიეცეთ შესაძლებლობა, აანაზღაურონ განაცდური არაუმეტეს 30 კრედიტის ოდენობით ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების პერიოდში სემესტრულად დამატებითი 10 კრედიტი მოპოვებით.

3. 2006-2007 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც დაგროვილი აქვთ 90 კრედიტზე ნაკლები მიეცეთ შესაძლებლობა, აანაზღაურონ განაცდური არაუმეტეს 25 კრედიტის ოდენობით ბაკალავრიატის სასაწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების პერიოდში სემესტრულად დამატებითი 5 კრედიტის მოპოვებით.

4. თითოეული სტუდენტისათვის დამატებითი კრედიტების ოდენობას ადგენს ფაკულტეტი 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე.

5. სტუდენტს, რომელმაც საზღვარგარეთ ისწავლა არანაკლებ ერთი სემესტრი და მიიღო კრედიტების გარკვეული რაოდენობა, თსუ-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უფლება აქვს ბაკალავრიატის პროგრამით გათვალისწინებული სწავლების პერიოდში სემესტრულად დამატებით მოიპოვოს ხუთი კრედიტი. თითოეული სტუდენტისათვის დამატებითი კრედიტების ოდენობას ადგენს ფაკულტეტი.

 

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი