ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

დადგენილება №78

25.02.2008

                                          

2008 წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ

1.             2008 წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამები ამოქმედდეს ამ პროგრამაზე ხუთზე ნაკლები სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით პროგრამის ამოქმედება არ არის დაკავშირებული დამატებით დაფინანსებასთან და მიმართულების პროფესურა თანახმაა პროგრამით გათვალისწინებული სალექციო კურსის წაკითხვა არ ჩაეთვალოს მინიმალურ საათობრივ დატვირთვაში.
2.             იმ სამაგისტრო პროგრამების კონკურსანტებს, რომლებმაც დააგროვეს გამსვლელი ქულა და პროგრამა არ იხსნება, საგამოცდო ქულები შეუნარჩუნდეთ 2008 წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი