ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭო
და დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №80
27.02.2008
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატის განსაზღვრის წესის შესახებ
”ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალის სახელფასო დანამატის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ”
აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 თებერვლის №79 დადგენილებით დადგენილი
კრიტერიუმები შეფასდეს შემდეგნაირად:
1.1.პატენტები: უცხოური – 10 ქულა; ადგილობრივი – 5 ქულა;
1.2.სამეცნიერო პრემიები – 10 ქულა;
1.3.სამეცნიერო სტიპენდია: საერთაშორისო სამეცნიერო სტიპენდია – 10 ქულა; ადგილობრივი სამეცნიერო სტიპენდია – 5 ქულა;
1.4.ციტირების ინდექსი (Thomson-ის მონაცემებით): 1 ციტირება – 0,1 ქულა.
- პუბლიკაციები, (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 – 2007წწ.)). (სხვა ორგანიზაციების სახელით გამოქვეყნებული პუბლიკაციები არ ჩაითვლება, გარდა იმ ავტორებისა, რომლებიც კონკურსის წესით თანამდებობის დაკავებამდე არ იყვნენ თსუ-ს თანამშრომლები).
2.1. მონოგრაფია – 15 ქულა;
2.2. იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია – 10 ქულა;
2.3. რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული – 5 ქულა;
2.4. სახელმძღვანელო – 10 ქულა;
2.5. სალექციო კურსი – 10 ქულა;
2.6. კრებული – 5 ქულა;
2.7. კრებულის რედაქტირება – 5 ქულა.
3. სამეცნიერო მოხსენებები (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 –
2007წწ.)). (სხვა ორგანიზაციების სახელით წარდგენილი მოხსენებები არ
ჩაითვლება, გარდა იმ ავტორებისა, რომლებიც კონკურსის წესით თანამდებობის
დაკავებამდე არ იყვნენ თსუ-ს თანამშრომლები).
3.1. საერთაშორისო ზეპირი სამეცნიერო მოხსენება – 10 ქულა;
3.2. საერთაშორისო სასტენდო სამეცნიერო მოხსენება – 5 ქულა;
3.3. ადგილობრივი ზეპირი სამეცნიერო მოხსენება – 10 ქულა;
3.4. ადგილობრივი სასტენდო სამეცნიერო მოხსენება – 5 ქულა.
- სამეცნიერო გრანტებით მოზიდული თანხების მოცულობა (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 – 2007წწ.)):
4.1. სამეცნიერო გრანტი: ხელმძღვანელობა – 10 ქულა; მონაწილეობა – 5 ქულა;
4.2. გრანტის წარდგენა (მისი არდაფინანსების შემთხვევაში) – 2 ქულა.
- საექსპერტო საქმიანობა (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 – 2007წწ.)), ლიცენზირება – 5 ქულა.
- სწავლების სფეროში მიღწეული წარმატებების კრიტერიუმებია:
- თანამედროვე სილაბუსებისა და სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბება და განვითარება:
6.1.1.MLMS – ის სისტემისათვის ელექტრონული სალექციო კურსის მომზადება და დანერგვა – 5 ქულა;
- ახალი სასწავლო პროგრამების (ინტერდისციპლინარული და ა.შ.) შეთავაზება – 5 ქულა.
- უცხოეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივ სასწავლო – სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობა – 10 ქულა.
- უცხოეთის უნივერსიტეტებში წაკითხული სალექციო კურსი – 10 ქულა.
6.4. სწავლების პროცესში გამოცდებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელსაც დამატებითი დატვირთვის სახით ახორციელებს აკადემიური პერსონალი – 5 ქულა.
- უწყვეტი განათლების სფეროში მიღწეული წარმატებები შეიძლება შეფასდეს ახალი სასწავლო კურსების შემოთავაზებით
- სასერთიფიკატო კურსების მომზადება და დანერგვა – 5 ქულა;
- კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მომზადება და დანერგვა – 5 ქულა;
- პროფესიული გადამზადების კურსების მომზადება და დანერგვა – 5 ქულა.
- ახალგაზრდა მეცნიერების მომზადება და ხელმძღვანელობა:
- ახალი სადოქტორო პროგრამების მომზადება და დანერგვა – 5 ქულა;
- დოქტორანტებისა და რეზიდენტების ხელმძღვანელობა: 1 დოქტორანტი – 5 ქულა, ერთზე მეტი – არაუმეტეს 10 ქულის;
- სამეცნიერო – კვლევით საქმიანობაში მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვა – 5 ქულა.
- სახელფასო დანამატი არ უნდა აღემატებოდეს ხელფასის ერთმაგ ოდენობას.
- რანჟირება განხორციელდეს ერთმაგი ხელფასის ოდენობის შემდეგი საპროცენტო გრადაციით: 100%; 70%; 40%.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი