ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.05.2012, №31 დადგენილებით
დადგენილება №91
28 მაისი, 2008


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.01.2010, №1/2010; 4.10.2010, №108/2010;
8.11.2010, №129/2010 დადგენილებებით



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აკადემიური თანამდებობის დაკავების მიზნით სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორთა ღია კონკურსით შერჩევა განხორციელდეს შემდეგი წესით:

1. თსუ სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის მდივნის და სულ მცირე 3 წევრის შემადგენლობით.

2. თსუ სრული და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი – სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ)ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს.

3. კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობა ან პროექტებში მონაწილეობა;
ბ) მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები;

4. თსუ ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი ;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.

5. თსუ სრულ ან ასოცირებულ პროფესორად 6 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება. (4.10.2010, №108/2010 და 8.11.2010, №129/2010)

6. თსუ ასისტენტ–პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი . (4.10.2010, №108/2010 და 8.11.2010, №129/2010)

7. საკონკურსო კომისიას ქმნის თსუ რექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

8. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში:
ა)შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;
ბ)მოიწვიოს კონკურსანტი გასაუბრებაზე;
გ)მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება.

9. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც.

10. საკონკურსო კომისია დასკვნას ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით ღია კენჭისყრით.

11. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს რექტორი.

12. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ.

13. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილების მიღებისას ვალდებულია გაითვალისწინოს კონკურსანტის აკადემიური ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, სამეცნიერო პუბლიკაციები და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა.

14. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. (18.01.2010, №1/2010)

141. საბუთების მიღება გრძელდება 2 კვირის განმავლობაში. (18.01.2010, №1/2010)

142. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. (18.01.2010, №1/2010)

15. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები გამოქვეყნდეს გაზეთ «თბილისის უნივერსიტეტში» და განთავსდეს თსუ ელექტრონულ გვერდზე.


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი