4 ოქტომბერი 2010
დადგენილება №108/2010
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
დადგენილება №108/2010
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის 91–ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და კანონის 34–ე მუხლის მე–3 პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
-
შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის 91–ე დადგენილებაში და მე–5 და მე–6 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“5. თსუ სრულ ან ასოცირებულ პროფესორად 6 წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. სრული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება, ხოლო ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გამოცდილება.“
6. თსუ ასისტენტ–პროფესორად 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტურის სტუდენტი“.
-
დადგენილება ძალაში შედის 2010 წლის 1 ნოემბრიდან.
-
დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი