4 ოქტომბერი 2010
დადგენილება №109/2010
დადგენილება №109/2010
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის პირველი პუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 2 ივლისის №60/01-01 ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №25022/02 დასკვნის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1.დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქიმიის მიმართულებით აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის შედეგები:
ქიმიის მიმართულება
ქვემიმართულება - ზოგადი არაორგანული და მეტალორგანული ქიმია:
ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი): გიორგაძე ქრისტინე
ქვემიმართულება-ორგანული ქიმია:
ასისტენტ-პროფესორები (2 ადგილი): ტრაპაიძე მარინა
კუბლაშვილი როზა
ქვემიმართულება - ბიოორგანული ქიმია:
ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი): სიდამონიძე ნელი
ქვემიმართულება - ფიზიკური და ანალიზური ქიმია :
ასისტენტ-პროფესორები (2 ადგილი): ბეზარაშვილი გიორგი
თაყაიშვილი ნინო
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი