13 ოქტომბერი 2010
დადგენილება №114/2010
დადგენილება №114/2010
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 44–ე მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 5 ივნისის №55/01-01 ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის №25485/02 დასკვნის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
- დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი კომისიის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგები:
ქვემიმართულება: მარკეტინგი
- მღებრიშვილი ბაბულია – ასისტენტ–პროფესორი.
- კიკუტაძე ვასილ – ასოცირებული პროფესორი
- პაიჭაძე ნუგზარ – ასოცირებული პროფესორი
- გულუა ეკატერინე – ასისტენტ–პროფესორი
- ფარესაშვილი ნინო– ასისტენტ–პროფესორი
- ლაფერაშვილი ქეთევან – ასოცირებული პროფესორი
- მაისურაძე მარინა – ასოცირებული პროფესორი
- ჭილაძე იზოლდა – ასოცირებული პროფესორი
- ვარდიაშვილი მარიამ – ასისტენტ–პროფესორი
- ტაბატაძე ლაშა – ასისტენტ–პროფესორი
- ხუბუა მარინე – ასისტენტ–პროფესორი
- მუნჯიშვილი თეა – ასოცირებული პროფესორი.
- ქადაგიშვილი ლეილა – ასისტენტ–პროფესორი.
- გაბრიჭიძე აბესალომ – ასისტენტ–პროფესორი
- კაკაშვილი ნატო – ასისტენტ–პროფესორი
ეკონომიკის მიმართულება:
ქვემიმართულება: ეკონომიკის პრინციპები
- ათანელიშვილი თამარ – ასისტენტ–პროფესორი
- გოგიაშვილი შალვა – ასოცირებული პროფესორი
- ერქომაიშვილი გულნაზ – ასოცირებული პროფესორი
- ზუბიაშვილი თამაზ – ასისტენტ–პროფესორი
- ჯამაგიძე ლელა – ასისტენტ–პროფესორი
- კაკულია ნაზირა – ასოცირებული პროფესორი
- ჩიქობავა მალხაზ – ასოცირებული პროფესორი
- ტაბატაძე მარინე – ასისტენტ–პროფესორი
- ცარციძე მურმან – ასოცირებული პროფესორი
- ლობჟანიძე მანანა – ასისტენტ–პროფესორი
- ჩავლეიშვილი მარინა – ასოცირებული პროფესორი
-
ლაზარიაშვილი თამარ – ასისტენტ–პროფესორი
- დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
- დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
- დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი