13 ოქტომბერი 2010
დადგენილება №116/2010


,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტინგენტის  და მისაღები გამოცდებისთვის მისანიჭებელი კოეფიციენტის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს 2010 წლის 31 მარტის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    შევიდეს ცვლილება 2010 წლის 31 მარტის აკადემიური საბჭოს №39 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  დანართში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010-2011 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი საერთო კვოტის ფარგლებში განისაზღვროს შემდეგი რაოდენობით:

)    სამაგისტრო პროგრამაზე ,,ამერიკისმცოდენობა” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 10 ადგილისა განისაზღვროს 11 ადგილით.
)    სამაგისტრო პროგრამაზე ,,არაბისტიკა” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 10 ადგილისა განისაზღვროს 11 ადგილით.
გ) სამაგისტრო პროგრამაზე ,,თარგმანის თეორია და პრაქტიკა” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 15 ადგილისა განისაზღვროს 20 ადგილით.
დ) სამაგისტრო პროგრამაზე ,,განათლების მეცნიერებები” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 50 ადგილისა განისაზღვროს 43 ადგილით.
ე) სამაგისტრო პროგრამაზე ,,საინფორმაციო სისტემები” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 12 ადგილისა განისაზღვროს 15 ადგილით.
ვ) სამაგისტრო პროგრამაზე ,,ბიოფიზიკა” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 18 ადგილისა განისაზღვროს 15 ადგილით.
ზ)  სამაგისტრო პროგრამაზე ,,ჟურნალიზმი და მასკომუნიკაცია” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 10 ადგილისა განისაზღვროს 12 ადგილით.
თ) სამაგისტრო პროგრამაზე ,,შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 15 ადგილისა განისაზღვროს 22 ადგილით.
ი) სამაგისტრო პროგრამაზე ,,ანთროპოლოგია: ინტერდისციპლინური კვლევები” მისაღები კონტინგენტის რაოდენობა ნაცვლად 20 ადგილისა განისაზღვროს 11 ადგილით.

2.    დადგენილებისათვის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

3.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებით მომსახურების ცენტრს;

4.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი