18 იანვარი , 2010
დადგენილება № 1


“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება  N91–ში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის 1–ლი პუნქტის  „ნ“ ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

1. შევიდეს ცვლილება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს დადგენილება N91–ში და მე–14 პუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსი ცხადდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ ერთი  თვით ადრე.“

2. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს“ დაემატოს 141 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„141. საბუთების მიღება გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.“

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესს დაემატოს 142 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„142. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან   არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.“

4. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.






გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი