ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 125/2010


2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტებზე ორი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის,  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ამოქმედდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სამედიცინო მოლეკულურ ბიოლოგიაში 4 სტუდენტისათვის.

2. მედიცინის ფაკულტეტის  სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ნ. ყაზახაშვილი) ამოქმედდეს 4  სტუდენტისათვის. 

3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

4. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

6. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი