1 ნოემბერი 2010
დადგენილება №128/2010

ლინდა ნკობლონგ ეგბესათვის სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის ქვეანგარიშზე ჩარიცხული სწავლის საფასურის  დაბრუნებისა და ნინო ქარჩავასათვის გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის 94–ე მუხლის მე-3 და მე–6 ნაწილების, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის და სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის   დირექტორის 2010 წლის 1 ნოემბრის №27306/02 წარდგინების  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:  
 
  1. დაუბრუნდეს ლინდა ნკობლონგ ეგბეს სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის ქვეანგარიშზე ჩარიცხული სწავლის საფასური.   
  2. აღდგეს ნინო ქარჩავას სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზეზით  გაშვებული ვადა და მიენიჭოს თსუ ევროპისმცოდნეობის ინსტიტუტის მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსი.
  3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი