8 ნოემბერი 2010
დადგენილება №132/2010
 


ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
02.05.2011, №40/2011 დადგენილებით



,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სწავლების პროცესის მარეგულირებელი წესის“ დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის  1-ლი   პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს თანდართული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალობის მაძიებელთა სწავლების პროცესის მარეგულირებელი წესი“.
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
3.
დადგენილების   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
4.
დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. 
დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.




ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი