8 ნოემბერი 2010
დადგენილება №133/2010


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოთარ გიგოლაშვილისთვის სასწავლო კურსის “მენეჯმენტის საფუძვლები” აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების თაობაზე


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის “ს” ქვეპუნქტისა და სასწავლო დეპარტამენტის უფროსის 2010 წლის 8 ნოემბრის №27949/02 წარდგინების საფუძველზე:


აკადემიური საბჭო ადგენს:

  1. მიეცეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტ ოთარ გიგოლაშვილს სასწავლო კურსის “მენეჯმენტის საფუძვლები” გავლის მიზნით აკადემიური რეგისტრაციის გავლის უფლება.
  2. დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის, ასევე, ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
  3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
  4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.






ალექსანდრე კვიტაშვილი


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი