5 თებერვალი
დადგენილება № 14/2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის # 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,
1.შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის № 247 დადგენილებაში და Ι ნაწილის პირველი პუნქტის 1.5 და 1.6 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.5 სასესიო პერიოდი – 11 იანვარი – 6 თებერვალი, 11–18 თებერვალი; 1.6 არდადეგები – 7 – 10 თებერვალი, 19 –28 თებერვალი.“
2.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი