17 თებერვალი, 2010
დადგენილება №16/2010
დადგენილება №16/2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრული პროფესორების ნოდარ ხადურისა და ირაკლი კოვზანაძისათვის აკადემიური დატვირთვის განსაზღვრის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორებს ნოდარ ხადურსა და ირაკლი კოვზანაძეს განესაზღვროთ აკადემიური დატვირთვა – კვირაში 4 საათი - სააუდიტორიო და 4 საათი - საკონსულტაციო.
2. პირობები და ანაზღაურება განისაზღვროს ინდივიდუალური ხელშეკრულებით.
3. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი