10 მარტი, 2010
დადგენილება №24/2010


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტ ლანა ხარებაშვილისათვის 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საპატიოდ ჩათვლის შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებისა და ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ აკადემიური საბჭოს N191 დადგენილების საფუძველზე:

I. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტ ლანა ხარებაშვილის 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩაეთვალოს საპატიოდ ახალშობილი ბავშვის მძიმე ავადმყოფობის  გამო.
II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: სასწავლო დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათი.




პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი