ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

10 მარტი, 2010
დადგენილება №25/2010


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის - სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების  თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის  ოდენობის დადგენის შესახებ



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ნ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ“ პუნქტის შესაბამისად,

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის –არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
  • სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას     –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –800 ლარი თვეში.

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12-საათიან (6 საათი სააუდიტორიო, 6 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას   –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –430 ლარი თვეში.

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20-საათიან ( 10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –630 ლარი თვეში.

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან ( 8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 720 ლარი თვეში,დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –330 ლარი თვეში.

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო:

ა) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26-საათიან (14 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას – განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –410  ლარი თვეში.

ბ) ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან მემორანდუმით  გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო   გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას – განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –230  ლარი თვეში.

5.ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 13 აპრილის №212–ედადგენილება.

6. კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.

7.დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

8.დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N3437/02. 16.02.2010




პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი