ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

10 მარტი, 2010

დადგენილება №26/2010

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
26 .03. 2010 , №32/2010 დადგენილებით
 
 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობის დადგენის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის შესაბამისად,
 
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას, (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის – არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
·          სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
·          ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
·          ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.
თანამდებობრივ სარგოზე დანამატი  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
·          სრული პროფესორი 150 ლარი თვეში;
·          ასოცირებული პროფესორი 130 ლარი თვეში;
·          ასისტენტ პროფესორი 110 ლარი თვეში.
 
2.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 1150 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)

3.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას,  შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  –  930 ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)
 
4.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24-საათიან (12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 540 ლარი თვეში,დანამატი თანამდებობრივ სარგოზე  – 660  ლარი თვეში. (26.03.2010, №32/2010)
 
5. ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის 169-ე დადგენილება.
 
6. კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.
 
7. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
 
8. დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N 1045/02, 21.01.2010.
საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი  07572/02, 24.03.2010 .
 
 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი