ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

10 მარტი, 2010
დადგენილება №29/2010


მედიცინის ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის - სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების  თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის  ოდენობის დადგენის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ნ“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის შესაბამისად,


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც  ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის –არანაკლებ 8 საათი) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას,  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
  • სრული პროფესორი 900 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 720 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 540 ლარი თვეში.
თანამდებობრივ სარგოზე დანამატი  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: 
  • სრული პროფესორი 130 ლარი თვეში;
  • ასოცირებული პროფესორი 110 ლარი თვეში;
  • ასისტენტ პროფესორი 90 ლარი თვეში.
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტის სრული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 6-საათიან ყოველკვირეულ სააუდიტორიო დატვირთვას და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას –  განისაზღვროს 900 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე – 290 ლარი თვეში.

3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 8-საათიან ყოველკვირეულ საუდიტორიო დატვირთვას და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას - განისაზღვროს 720 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე – 250 ლარი თვეში.

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 10-საათიან ყოველკვირეულ სააუდიტორიო დატვირთვას და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას  - განისაზღვროს 540 ლარი თვეში, დანამატი თანამდებობრივ სარგოზე – 210  ლარი თვეში.

5.  ძალადაკარგულად იქნას ცნობილი აკადემიური საბჭოს 2009 წლის 21 იანვრის 166-ე დადგენილება.

6.  კონტროლი დადგენილების  შესრულებაზე  დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს.

7.  დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

8.  დადგენილება  გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: მედიცინის  ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N 1143/02. 22.01.2010.




პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი