31 მარტი, 2010
დადგენილება №37/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლის საფუძველზე,

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდეს:

            დარეჯან  თვალთვაძე

  1. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

  1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (იხ. დანართი).



           საფუძველი: თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინება.





პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი