31 მარტი, 2010
დადგენილება №38/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამაგისტრო გამოცდის მოქმედი წესებისა და აკადემიური წერის სტანდარტების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის  საფუძველზე,


  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამაგისტრო გამოცდის მოქმედი წესები (იხ. დანართი 1)  და აკადემიური წერის სტანდარტები (იხ. დანართი 2);
  2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


      საფუძველი: ამონაწერი იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს ოქმიდან №01 18.01.2010



პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი