25 იანვარი,  2010 
დადგენილება  № 4/2010

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
17.12.2012, №128/2012 დადგენილებით
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე, 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამები (დანართი 1). 
2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს. 
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 
 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი