26 აპრილი, 2010
დადგენილება №42/2010

გერმანელი პროფესორის ჰანს შტროერისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის “პ“ პუნქტის, 39–ე მუხლის 1–ლი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის „პ“ პუნქტისა და 48–ე მუხლის 1–ლი პუნქტის საფუძველზე,

1.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის გერმანელ პროფესორს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
2.   დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის წარდგინება.




პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი