26 აპრილი, 2010
დადგენილება №44/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის და დამტკიცების პროცედურის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენა და დამტკიცება განხორციელდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

  1. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომის შემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილებას პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ  იღებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
  2. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (იხ. დანართი 1).
  3. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა  განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
  4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხებს წყვეტს აკადემიური საბჭო.  ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.
  5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
  6. მას შემდეგ, რაც აკადემიური საბჭო დაამტკიცებს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამას, თსუ აკეთებს განაცხადს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოში ამ პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე.
  7. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის ნუსხა განისაზღვრება  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
  8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.
  9. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.
  10. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს თსუ აკადემიური საბჭო.
   





პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი