2018 წლის 22 იანვრის №6/2018 დადგენილებით
26 აპრილი, 2010
დადგენილება №45/2010
დადგენილება №45/2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
1. 2009-2010 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები - „მედიცინა“ [ქართულ და ინგლისურ ენებზე], „სტომატოლოგია“ და საბაკალავრო პროგრამა - „ოკუპაციური თერაპია“) ამოქმედდეს ზაფხულის დამატებითი სემესტრი. (22.01.2018, №6/2018)
2. ზაფხულის დამატებითი სემესტრის რეგულაცია განისაზღვროს შემდეგი წესით:
2.1 მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - „მედიცინა“ [ქართულ და ინგლისურ ენებზე], „სტომატოლოგია“ და საბაკალავრო პროგრამა - „ოკუპაციური თერაპია“) სტუდენტებს სასწავლო წლის დასასრულს, ზაფხულის თვეებში, პროგრამის დაძლევის მიზნით ეძლევათ ზაფხულის დამატებითი სემესტრით სარგებლობის უფლება. (22.01.2018, №6/2018)
2.2 სტუდენტებს, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ზაფხულის დამატებითი სემესტრით შეუძლიათ ისარგებლონ: (22.01.2018, №6/2018)
ა) საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ - სამჯერ; (22.01.2018, №6/2018)
ბ) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები: „სტომატოლოგია“ - ოთხჯერ, „მედიცინა“ - ხუთჯერ. (22.01.2018, №6/2018)
2.3 ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს არაუმეტეს 15 კრედიტისა.
2.4 სტუდენტის მიერ კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა, ზაფხულის დამატებითი სემესტრის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.
2.5 ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტი სწავლობს თვითდაფინანსებით.
2.6 სტუდენტს, ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლება ეძლევა რექტორის ბრძანების საფუძველზე და სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი სასწავლო კურსის კრედიტების მოცულობის შესაბამისად. (22.01.2018, №6/2018)
3. ამოღებულია. (22.01.2018, №6/2018)
4. სწავლის საფასური განისაზღვრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.
5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი