10 მაისი, 2010
დადგენილება №47/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე  ასისტენტ –  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 21 იანვრის  №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნენ:

სამართლის მეთოდების მიმართულება:
   ლაშა ბრეგვაძე

სისხლის სამართლის მიმართულება:
ა) ლავრენტი მაღლაკელიძე
ბ) ანრი ოხანაშვილი

2.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთა  აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად   შესარჩევი საკონკურსო კომისიის 06. 05. 2010 №2570/22–05 დასკვნა.



პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი