23.09.2011, №100/2011 დადგენილებით
17 მაისი, 2010
დადგენილება №49/2010
დადგენილება №49/2010
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე
საფუძველი: ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს N1 დადგენილება
- გამოცხადდეს კონკურსი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტი (დანართი 1).
- დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს N1 დადგენილება
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი