31 მაისი, 2010
დადგენილება №51/2010
დადგენილება №51/2010
იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,
საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 31 მაისის N2973/22–05 განცხადება.
- იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ის სტუდენტები, რომლებიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წარმატებით ჩააბარებენ უცხოელი პროფესორის მიერ წაკითხულ უცხოენოვან საგანს, გათავისუფლდნენ მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელი უცხო ენის გამოცდისაგან.
- მაგისტრატურაში ჩასაბარებელი უცხო ენის მისაღები გამოცდის ქულის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება სტუდენტის მიერ უცხოენოვან საგანში მიღებული საბოლოო შეფასება.
- სტუდენტს უფლება აქვს ჩაბარებული უცხოენოვანი საგნის მიუხედავად გავიდეს მაგისტრატურაში უცხო ენის მისაღებ გამოცდაზე.
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 31 მაისის N2973/22–05 განცხადება.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი