31 მაისი, 2010
დადგენილება №52/2010
დადგენილება №52/2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის საფუძველზე,
1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) იოჰენ ციმერმანი – ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ერიკ ლივნი – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი;
გ) მზია მიქელაძე – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილე (კომისიის მდივანი);
დ) თამილა არნანია–კეპულაძე – ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
ე) იოსებ არჩვაძე – პროფესორი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი