4 ივნისი , 2010
დადგენილება №53/2010

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” –აკადემიური საბჭოს N52/2010 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" 63-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლისა და აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლის  საფუძველზე,

1. შევიდეს ცვლილება "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" აკადემიური საბჭოს N52/2010 დადგენილების  1-ლ მუხლში და საკონკურსო კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით

ა)  იოჰენ ციმერმანი – ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი (კომისიის თავმჯდომარე);

ბ) ერიკ ლივნი – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აღმასრულებელი დირექტორი;

გ) მზია მიქელაძე – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის მოადგილე - (კომისიის მდივანი);

დ) თამილა არნანია–კეპულაძე – ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის სრული პროფესორი;

ე) ფრედერიკ ლორინი – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მოწვეული პროფესორი კვებეკის უნივერსიტეტიდან (კანადა).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი