25 ივნისი, 2010
დადგენილება № 56/2010
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების შესაბამისი სამეცნიერო–კვლევების დაფინანსების შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების შესაბამისი სამეცნიერო–კვლევების დაფინანსება განხორციელდეს თსუ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სასწავლო პროცესში მონაწილეობას და სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას.
- კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს (რ. ხარბედია).
- დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი