დადგენილება №6/2010 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ საჯარო მმართველობის “ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ (კოდიფიცირებული)

25 იანვარი, 2010 
დადგენილება  №6/2010

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№47/2013, 11.03.2013;  №19/2015, 02.02.2015;
№77/2017, 14.07.2017 დადგენილებებით



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

1.  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამისათვის 2015/2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2200 ლარის ოდენობით, ჯამში არაუმეტეს 8800 ლარისა ძირითადი (ხუთი) სემესტრის ფარგლებში.  (№47/2013, 11.03.2013) (№19/2015, 02.02.2015) (№77/2017, 14.07.2017)

2.    კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.

3.     დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი