25 ივნისი, 2010

დადგენილება № 63/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსებში ელექტრონული სწავლების კომპონენტის დანერგვის შესახებ



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის “ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კურსებში დაინერგოს ელექტრონული სწავლების კომპონენტი  (დანართი 1).

  2. დადგენილება ამოქმედდეს 2010–2011 სასწავლო წლიდან.

  3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

  4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.




პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი