ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

25 ივნისი, 2010
დადგენილება № 67/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი
(პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის № 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

  1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი (პროფესიული მზადების) საგანმანათლებლო პროგრამები  (დანართი 1).

  2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ა. ზაქარიაძე).

  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,

რექტორი