25 ივნისი, 2010

დადგენილება № 75/2010


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 23 მარტის  №23/01-01 ბრძანების საფუძველზე,

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნას:

ქართული ფილოლოგიის მიმართულების უახლესი ქართული ლიტერატურის ქვემიმართულება:

კახაბერ ლორია

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.



საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე  აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად  აკადემიური პერსონალის  შესარჩევი საკონკურსო კომისიის 23. 06. 2010 წლის დასკვნა



პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,  
რექტორი