25 ივნისი, 2010
დადგენილება № 79/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის შედეგად კანდიდატის  შერჩევის  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე,
  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის შედეგად შერჩეული იქნა:

                        რომან ხარბედია
  2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა დასამტკიცებლად წარედგინოს წარმომადგენლობით საბჭოს.

  3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.





პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი