1 ივლისი, 2010

დადგენილება № 83/2010


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ფსიქოლოგიის მიმართულების კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ქვემიმართულებაზე  ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე–9 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010  წლის 10 მაისის  № 45/01–01  ბრძანების საფუძველზე,

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ქვემიმართულებაზე  ასისტენტ პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  1. გუგული მაღრაძე–სრული პროფესორი (თავმჯდომარე)
  2. რევაზ ჯორბენაძე–ასოცირებული პროფესორი
  3. ამირან ბერძენიშვილი–ასოცირებული პროფესორი
  4. დალი ოსეფაშვილი –ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი)
  5. მალხაზ მაცაბერიძე – სრული პროფესორი

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.




პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი