6 სექტემბერი 2010
დადგენილება №95/2010

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესისი ს ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე-9 მუხლის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ №19872/02 წარდგინების საფუძველზე,

  1. აკადემიურ თანამდებობაზე   არჩევის  შესახებ   გადაწყვეტილების   მიღებამდე, გაუგრძელდეთ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორებს (იხ. დანართი).

  2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე)

  3. დადგენილება  გამოქვეყნდეს  საჯაროდ.
 
     
ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი