13 სექტემბერი 2010
დადგენილება №97/2010

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, 77/2011 დადგენილებით



სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №36/2010 დადგენილებაში „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მარეგულირებელ წესში“ დამატების შეტანის შესახებ


“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–3 ნაწილის, 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №36/2010 დადგენილებით დამტკიცებული – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მარეგულირებელ წესი“–ს მე–9 მუხლს  დაემატოს მე–21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ფაკულტეტის შეცვლის შემთხვევაში სტუდენტი, რომელსაც ამოეწურა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვიდან საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისთვის განსაზღვრული სტანდარტული ვადა, სწავლას აგრძელებს თვითდაფინანსებით და სემესტრული გადასახადი განესაზღვრება:

ა) ბაკალავრიატი:
ა.ა) 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულებს 750 ლარი;
ა.ბ) 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხულებს 1125 ლარი.

ბ) მაგისტრატურა/დოქტორანტურა:
ბ.ა) 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულებს 1000 ლარი;
ბ.ბ) 2009–2010 სასწავლო წლიდან ჩარიცხულებს 1125 ლარი.

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას; 
3.  დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




ალექსანდრე კვიტაშვილი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი