1 ნოემბერი 2010
დადგენილება № 124/2010
დადგენილება № 124/2010
„2008–2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 7 ოქტომბრის №142 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ კოდექსის 63-მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „2008–2009 წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 7 ოქტომბრს დამტკიცებულ №142 დადგენილებაში და ფსიქიატრიაში სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელად მითითებული იქნას თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი ნაცვლად გიორგი ნანეიშვილისა.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი