ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.09.2014, №92/2014 დადგენილებით
13 ოქტომბერი 2010
დადგენილება №117/2010
დადგენილება №117/2010
საბაკალავრო პროგრამის –„კავკასიოლოგია“ (რუსულენოვანი) – დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საბაკალავრო პროგრამა –„კავკასიოლოგია“ (რუსულენოვანი, იხ. დანართი 1);
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი