დადგენილება №100/2013
9 სექტემბერი,2013
9 სექტემბერი,2013
„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 10.09.2013, №26238/02 და 09.09.2013 №25920/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ შემდეგ დანართებში:
ა) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 34);
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 37);
გ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური სამუშაო (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 38);
დ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 39-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 39);
ე) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გენდერის კვლევა“ (დანართი 43);
ვ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 47-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია“ (დანართი 47);
ზ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 49-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება“ (დანართი 49);
თ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 50-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“ (დანართი 50);
ი) II ნაწილის „გ“ პუნქტის 56-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი 56);
კ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 57-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ (დანართი 57);
ლ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 60);
მ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 761-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მასობრივი კომუნიკაცია“ (დანართი 198);
ნ) II ნაწილის „დ“ პუნქტის 763-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გენდერის კვლევა (ინგლისურენოვანი)“ (დანართი 200);
ნ) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 94-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა” (დანართი 94);
ო) V ნაწილის „ბ“ პუნქტის 96-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა (ინგლისურენოვანი)” (დანართი 96);
2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ II ნაწილის „გ“ პუნქტში და დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:
ა) „662. გენდერის კვლევა (ინგლისურენოვანი).“.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
ვლადიმერ პაპავა
რექტორი, აკადემიკოსი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე