დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №126/2013 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №126/2013
18 ნოემბერი, 2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის 15.11.2013, №35906/02  წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
1.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  დანართ  №1-ში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).
2.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  დანართ  №2, დანართ №3 და დანართ №4-ში    და ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით (დანართი №2), (დანართი№3), (დანართი №4).
3.    შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“.
4.    აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.    დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი