დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №101/2013 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

დადგენილება №101/2013
                            9 სექტემბერი,2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2013  წლის 16 ივლისის №77/01–01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 14 აგვისტოს №98/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: №25959/02, 09.09.2013)  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
1.    დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილებაში შევიდეს შედეგი დამატებები:
ა) II ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“, „ა3“ და „ა4“ ქვეპუნქტები:
„ა2) ნაზირა კაკულია - ასოცირებული პროფესორი;
3) მალხაზ ჩიქობავა - ასოცირებული პროფესორი;
4) მურმან ცარციძე - ასოცირებული პროფესორი.“;
ბ) III ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) მარინა ჩავლეიშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;
გ) IV ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები:
„ე1) შალვა გოგიაშვილი - ასოცირებული პროფესორი;
2) გულნაზ ერქომაიშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;
დ) VI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“, „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტები:
„დ2) ნუგზარ პაიჭაძე - ასოცირებული პროფესორი;
3) ვასილ კიკუტაძე - ასოცირებული პროფესორი;
4) გიული ქეშელაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;
ე) IX ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1 ქვეპუნქტი:
„ბ1) ბაბულია მღებრიშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;
ვ) X ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“,  „დ2“, „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტები:
„დ1) იზოლდა ჭილაძე - ასოცირებული პროფესორი;
2) თეა მუნჯიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
3) მარინა მაისურაძე - ასოცირებული პროფესორი;
4) მერაბ ჯიქია - ასოცირებული პროფესორი.“;
ზ) XIII  ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) დემურ სიჭინავა - სრული პროფესორი.“;
2.    ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №70/2012 დადგენილების   XIII  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
3.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
4.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.    დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.



ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი