დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №105/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 9 აგვისტოს №96/2013 დადგენილებით განსაზღვრული სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის წარდგინების დამტკიცების შესახებ

დადგენილება №105/2013
9  სექტემბერი, 2013

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 9 აგვისტოს №96/2013 დადგენილებით განსაზღვრული სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის წარდგინების დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის განჩინების მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №3ბ/03-13) აღსრულების საკითხი, რა მიზნითაც, 2013 წლის 9 აგვისტოს №96/2013 დადგენილებით, საბჭოს მიერ ამავე დადგენილებით განსაზღვრულ საკონკურსო კომისიას დაევალა „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებაში ასახულ შენიშვნათა გათვალისწინებით, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა და აღნიშნული კანდიდატის აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და 2013 წლის 9 აგვისტოს N96/2013 დადგენილებით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №23594/02 წერილის და ამ კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოს ამსახველი ოქმების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:
1.    2012 წლის 10 სექტემბრის №80/2013 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტი (კახა ქეცბაიას ასოცირებულ პროფესორად არჩევის ნაწილში) დარჩეს ძალაში.
2.    დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის (ლელა გაფრინდაშვილი, კახა ქეცბაია) და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4.    დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი