დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 

დადგენილება №121/2013 - „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დადგენილება №121/2013
11 ნოემბერი, 2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 8.11.2013, №35075/02 და 8.11.2013, №35074/02  წერილების  საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. III ნაწილის “დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტები:
„866. სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (IV საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 213);
867. სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (V საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 214);
868. ტურიზმის მენეჯმენტი (IV საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 215);
869. ტურიზმის მენეჯმენტი (V საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 216);“.

2. IV ნაწილის “გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 921 პუნქტი:
„921. ევროპისმცოდნეობა (დანართი 217).“.
3. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართში:
ა)   IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 911 ქვეპუნქტით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამა „მიგრაციის მართვა“  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 207);
4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
    რექტორი