2018 წლის 19 თებერვლის №54/2018 დადგენილებით
დადგენილება №124/2013
11 ნოემბერი, 2013
11 ნოემბერი, 2013
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების
კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის“ შექმნისა
და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შეიქმნას „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი“.
2. დამტკიცდეს „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის“ დებულება (დანართი 1). (19.02.2018, №54/2018)
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი