დადგენილება №131/2013
9 დეკემბერი , 2013
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა–კითხვარის დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 09.12.2013, №38129/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014–2015 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა–კითხვარი (დანართი 1).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი