დადგენილება №96/2013 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (განჩინება) მოთხოვნებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე N3ბ/03-13) აღსრულების მიზნით ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს N76/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
 
დადგენილება №20/2013
18 თებერვალი, 2013



ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 10 იანვრის №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

I. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები:

ა) მსოფლიო ისტორია  (ძველი მსოფლიოს ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია):

1. ნანა ხაზარაძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. ჯემალ შარაშენიძე - თსუ ემერიტუსი;
3. ლევან გორდეზიანი - თსუ სრული პროფესორი;
4. ნინო ჩიქოვანი - თსუ სრული პროფესორი;
5.აკაკი გეთიაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
6. ნინო გომართელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
7.თეა ქარჩავა - თსუ ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
8.თამარ ვეფხვაძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
9. არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

ბ) ბიზანტიური ფილოლოგია:

1. რისმაგ გორდეზიანი - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. რუსუდან ცანავა - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
3. ნანა ტონია - თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. თეა წითლანაძე - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

II. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

III. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი